„ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, დამთავრდეს“, - აცხადებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისი თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებამ, შესაძლოა, განსხვავებული შედეგი გამოიღოს.
„თუ გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ ეს საქმე გააგრძელა პროკურატურამ. თუ ამას არ გაასაჩივრებენ ადვოკატები და დაცვის მხარე, პროკურატურას ყოველთვის ექნება საშუალება, გააგრძელოს ეს საქმე იმდენი ხანი, რამდენი ხანიც უნდათ და თან ეს გაგრძელება დააბრალოს ოპოზიციას, ანუ იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა. თუ გავასაჩივრებთ, ასეთივე სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე და ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს,“ - აცხადე იაგო ხვიჩია.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.