გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება

გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია და არ გაგვიკვირდება, თუ ის პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება. ამის მანიშნებელია ის შიდა დაპირისპირება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მელიას მიმართულებებს შორის, უკვე რეალურად, აშკარა გახდა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.

ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების ერთ-ერთ მაგალითად გუშინ განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს კობა ნაყოფია და შეასუსტეს ნიკა მელიას უფლებამოსილებები. ამავდროულად, მათი გადაწყვეტილებები არის ქაოტური - ისინი ხან შემოდიან პარლამენტში, სან გადიან... თვითონ არ იციან, რას აკეთებენ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კობა ნაყოფიამ ნიკა მელია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა. პეტრე ცისკარიშვილმა კი, გენერალური მდივნის თანამდებობა ჩაიბარა. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის პარტიის თავმჯდომარედ რჩება და პარალელურად, ზაალ უდუმაშვილისგან თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაც გადაიბარა.