თამარ გაბუნიამ განმარტა იგეგმება თუ არა კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე სასწავლო პროცესის განახლების ვადების გადახედვა. ამ თემაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ანუ, ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, - განმარტა გაბუნიამ.
საჯარო სკოლებში სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს.