პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია imedinews-ს მწერალთა კავშირში დაუდასტურეს.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ასევე, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).
"აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა"!...