ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს - მათთვის მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს - მათთვის მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშს არ უწევს იმას, რომ შურისძიებისკენ მისწრაფება ქვეყნის ინტერესს აზიანებს და ამით მხოლოდ ქვეყნის მტერი ისარგებლებს.

„ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს, დავინახეთ, როგორი სიხარულით შეხვდნენ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. მათი დაუმორჩილებლობის აქცია, „მასობრივი აქცია", რომელიც მასობრივად ვერასდროს გარდაიქმნა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათთვის მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს, თუ გინდა ყრილობა მოუწვევიათ, თუ გინდა "სახალხო ვეჩე", მათ ამ გეგმებს მომავალი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.