ზურაბ აზარაშვილი: რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა

ზურაბ აზარაშვილი: რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა

ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე კოვიდით ინფიცირებულებს ვმკურნალობთ. აგრეთვე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ასევე, დღეიდან ჯანმოს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ჯგუფების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე, რეანიმაციის და კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა. მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაცია, დავიცვათ რეგულაციები, დისტანცია, ვატაროთ პირბადე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვთხოვო, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ“, - აღნიშნა მინისტრმა.