ბიძინა კულუმბეგოვი:

ბიძინა კულუმბეგოვი: "ომიკრონი" შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში"

"ომიკ­რო­ნი" შე­იძ­ლე­ბა იყოს გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ გვი­რა­ბის შე­სას­ვლელ­ში ვართ, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნო­ლო­გი, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

კულმბე­გოი მო­ქა­ლა­ქე­ებს, აც­რის­კენ და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ომიკ­რო­ნის ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე, ხში­რად ის­მის მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­შიც, მაგ­რამ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ჯერ მხო­ლოდ გვი­რა­ბის შე­სას­ვლელ­ში ვართ", - წერს კულ­ბე­გო­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად "ომიკ­რო­ნის" 600 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თვე­ვე­ბის 10% „ომიკ­რო­ნის“ შტა­მია.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს და ხვალ „ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს.