ასლან ბჟანიას განცხადებით, წესრიგის აღდგენის შესახებ ყაზახეთის ხელისუფლების მცდელობას მხარს უჭერს

ასლან ბჟანიას განცხადებით, წესრიგის აღდგენის შესახებ ყაზახეთის ხელისუფლების მცდელობას მხარს უჭერს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები ძალადობაში გადაიზარდა და ის, რაც ქვეყანაში ხდება მოქალაქეთა ცხოვრებას სერიოზულად აზიანებს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მიესალმება ყაზახეთის ხელისუფლების მცდელობას წესრიგის აღდგენის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვას.

"ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უკანონო საგარეო ჩარევის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და შემდგომში გარე კონტროლირებადი ჯგუფების მიერ ძალაუფლების შეიარაღებულ ხელში ჩაგდებას. ჩვენ ყაზახეთის ხალხს კანონის უზენაესობის სწრაფ აღდგენას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ" , - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.