"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

რამ­დე­ნი­მე დღეა მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სეთ­მა პრე­ზი­დენტ ტო­ყა­ე­ვის თხოვ­ნით კუ­ხოს (კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა. უკვე ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ოდეს­მე სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს.

ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, ყა­ზა­ხეთ­ში დე­მონ­სტრან­ტებ­სა და არ­მი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ტერ­ნე­ტი ჯერ კი­დევ დაბ­ლო­კი­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო ქსელ­ში წე­რენ, რომ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მოს­კო­ვი პე­კინს ყა­ზა­ხეთ­ში ბრძო­ლას უგებს, რად­გან პუ­ტინ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რუ­სუ­ლი ჩექ­მის იქი­დან მო­ცი­ლე­ბა ძალ­ზე ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მით უფრო, რომ დიდი ხა­ნია აღი­ზი­ა­ნებ­და საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ძვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც რო­გორ­ღაც ახერ­ხებ­და, რომ კრემ­ლის სა­ჭად­რა­კო პარ­ტია არ ეთა­მა­შა.

"რუ­სე­თი ყა­ზა­ხეთ­ში რომ კაი ხნით (სა­მუ­და­მოდ თუ არა) აპი­რებს მო­კა­ლა­თე­ბას, ამა­ზე ბევ­რი რამ მი­ა­ნიშ­ნებს, მათ შო­რის პუ­ტი­ნის რამ­დე­ნი­მე მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თა­ნაგ­რძნო­ბით აღ­სავ­სე მი­მარ­თვე­ბი თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუ რა ცუ­დია ომი და რა­ტომ უნდა დას­რულ­დეს ძა­ლი­ან სწრა­ფად. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და პირ­ვე­ლია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი. ეს კი ნიშ­ნავს, რომ უკვე თუ არ არი­ან, ძა­ლი­ან მალე პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო კა­დი­როვ­ცე­ბი იქ იქ­ნე­ბი­ან..." - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ალექ­სან­დრე პე­რე­პე­ლი­ცა.