"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქარავას საქმეზე?

"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქარავას საქმეზე?

"ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რი ვატო წე­რე­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მათ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ მათ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა და­უ­მა­ლა.

მისი თქმით, ეს ბა­დებს ეჭვს, რომ დას­კვნა შე­თხზეს მას შემ­დეგ, რაც "იუ­ნეს­კომ" ლექ­სო მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

"ლექ­სოს საქ­მე­ში ექ­სპერ­ტი გე­ჯა­ძე და­ი­ქი­რა­ვა ტვ პირ­ველ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ტვ პირ­ველ­თან. ბა­ტო­ნი გე­ჯა­ძე ახლა ამ­ტკი­ცებს რომ 30 დე­კემ­ბერს ლექ­სოს სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებ­ზე ხელი მო­ა­წე­რა სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტი­ზის (სამ­ხა­რა­უ­ლის) სა­ბო­ლოო დას­კვნას, თუმ­ცა ეს დას­კვნა დამ­კვეთს და­უ­მა­ლა!!!

დას­კვნას ხელი მო­ე­წე­რა 30'ში, არ გვი­თხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იან­ვარს. ამ ფურ­ცლის არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ გუ­შინ სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის ვებ გვერ­დი­დან.