ენტონი ბლინკენი: გვახსოვდეს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა

ენტონი ბლინკენი: გვახსოვდეს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა

გვახსოვდეს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა და მოლდოვაში ჯარებსა და საბრძოლო მასალას ინარჩუნებს მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„რუსეთი ბევრი ქვეყნის არჩევნებში ჩაერია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის არჩევნებში. რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა რუსეთის მთავრობის ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის, მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა, როდესაც ისინი ინგლისში, ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რუსეთმა დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები, უარი თქვა ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის დამკვიდრებულ ზომებზე, მხარი დაუჭირა მოძალადე დიქტატორებს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუშვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი ცდილობს გამოწვევა შეუქმნას საერთაშორისო სისტემას და გაანადგუროს ტრანსატლანტიკური ალიანსი, დაარღვიოს ერთიანობა და ზეწოლა მოახდინოს დემოკრატიებზე.

„ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო აქტიურობისა და მწვავე რიტორიკის ესკალაციას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.