იუნესკოს ეს მონაცემები არის არაადეკვატური და შეცდომაშია შესული, გარდაცვალების მიზეზები გამოძიებამ დაადგინა, რამდენადაც ვიცი, ოჯახის წევრებს თანხმობა აქვთ მიცემული, ამიტომ არავის მივცეთ ინტერპრეტირების საშუალება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეყვანას.
ირაკლი ზარქუას განმარტებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად არა 11 ივლისი, არამედ 5 ივლისია აღნიშნული, რაც შეცდომაა.
,,5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, არამედ 11 ივლისს, ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. 5 ივლისი თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დავგმეთ და ვთქვით, რომ მიუღებელია. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ჟურნალისტებს, არავის აქვს უფლება, რომ იძალადოს, ეს მიუღებელია. ყველა ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მუშაობა და იძალადა იქნება დასჯილი. გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დაჭერილია, ამიტომ ამ საკითხის დეტალებში ვერ შევალ. იუნესკოს ეს მონაცემები არის არაადეკვატური და შეცდომაშია შესული, გარდაცვალების მიზეზები გამოძიებამ დაადგინა, რამდენადაც ვიცი, ოჯახის წევრებს თანხმობა აქვთ მიცემული, ამიტომ არავის მივცეთ ინტერპრეტირების საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.