როდესაც ადამიანი სუსტი პოზიციით ულტიმატუმს აყენებს, ეს გარანტირებულად წაგების ნიშანია, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ულტიმატუმების ენით საუბრობს.
„როდესაც ადამიანი სუსტი პოზიციით ულტიმატუმს აყენებს, ეს გარანტირებულად წაგების ნიშანია, რადგან საკმარისია, მეორე მხარემ არ შეიმჩნიოს ეს ულტიმატუმი, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ულტიმატუმის ავტორი გარანტირებულად დამარცხდება. არ ვიცი, რატომა არ არის ასეთი მარტივი ტაქტიკური იდეები თუ ცნებები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნობილი, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ულტიმატუმების ენით საუბრობს“, - განაცხადა სანდრო რაქციაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ულტიმატუმის ვადას ახანგრძლივებს და ამბობს, რომ თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.