მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა დღეს იწურებოდა, თუმცა სააკაშვილმა ის თვის ბოლომდე გაახანგრძლივა. ადვოკატების განცხადებით, პატიმარს ისევ შეზღუდული აქვს სამედიცინო მომსახურების უფლება და, ასევე, ადვოკატებთან შეხვედრის დროს, არსებობს გარკვეული ბარიერები. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი იმუქრება, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც არსებობდა, იყო წერილობითი კომუნიკაცია, როცა გვქონდა შანსი, რომ კონფიდენციალურად გვესაუბრა. ეს წართმეულია მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის - მისი ადვოკატებისთვის. ვითხოვთ, რომ ეს უმსგავსობა აღმოიფხვრას. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს“, - ამბობს ადვოკატი.