მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამდვილეში ბერიასავით იქცევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„შავი სიების“ წერა ცხადია კომიკურია, მაგრამ ამასთანავე აჩვენებ იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას გააჩნია. მე არ გამოვრიცხავ რომ საბოლოოდ ამ “შავ სიაში“ მან არა მხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები კეთილსინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც კი შეიყვანოს, ვინც მიაჩნია, რომ საკმარისად არ გააპროტესტა მისი დაჭერა“, - განაცხადა რატი იონათამშვილმა.
კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.