ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია

„ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამების. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, პარალელურად, გარკვეულად ის გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, მხოლოდ თუ ბუსტერია გაკეთებული, ბუსტერიზებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.