ალექსანდრე გოგინავა: თანდათან მტკიცდება, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია

ალექსანდრე გოგინავა: თანდათან მტკიცდება, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ერთი, რაც თანდათან მტკიცდება, არის ის, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია.

„ჩვენ პრევენციული ღონისძიებები მაინც უნდა გავატაროთ, რაადგან რისკჯგუფების წარმომადგენლები შესაძლოა „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც დამძიმდნენ. ამის პრევენცია უნდა მოხდეს ვაქცინაციის გზით“, - აცხადებს გოგინავა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 105 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 945 609 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 908 813, გარდაიცვალა 14 082 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.