სალომე სამადაშვილი: ჩემი მხარდაჭერა ექნება ყველა კომისიას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაღატაკებული და გაღარიბებული მოქალაქეების პრობლემებს შეისწავლის

სალომე სამადაშვილი: ჩემი მხარდაჭერა ექნება ყველა კომისიას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაღატაკებული და გაღარიბებული მოქალაქეების პრობლემებს შეისწავლის

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლად წასული სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი მხარდაჭერა მხოლოდ იმ საგამოძიებო კომისიას ექნება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობას შეეხება.

„ჩემი მხარდაჭერა ექნება ყველა საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის გასული 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაღატაკებული და გაღარიბებული მოქალაქეების პრობლემებს და შეისწავლის იმას, რომ კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.