სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ქრონიკაში“ განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ.
„დეკემბერში მოდიოდა ნოემბრის გადასახადი, ნახევარი ნოემბერი, ნახევარი დეკემბერი. ახლა მოსახლეობას მიუვიდა დეკემბრის გადასახადი სრულად და შემდეგი გადასახადი უკვე იქნება თებერვალში. ანუ, იანვარში მოსახლეობას მიუვა ქვითარი, რომლის გადახდის ვადა იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე. იანვრის თვე ამოვარდა.
ჩვენ კალენდარული წლით ჩავკეტეთ მოხმარება, მათ შორის სასმელი წყლის. ზუსტად ვიცით რამდენი დაირიცხა, რამდენია აღრიცხული და ა.შ. შემდეგ თვეს, იანვარში გადასახდელი პრაქტიკულად აღარავის ექნება, გარდა იმ პირებისა, ვისაც ქვითარი დეკემბრის ბოლოში მიუვიდა და გადახდის ვადა იანვრის შუა რიცხვებამდე აქვთ. ვისაც ქვითარი იანვარში ჩაბარდება, აბსოლუტურად ყველასი თებერვალში იქნება გადასახდელი. პრაქტიკულად, იანვრის გადახდის პერიოდი ამოვაგდეთ. თებერვლის გადასახადი მოვა მარტში, მარტის - აპრილში და ა.შ. თვე-თვეზე გასწორდა, აღარ იქნება თვეების დაყოფა“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.