მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. ნიკა ქა­ცა­რი­ძე 43 წლის იყო.

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. მას არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­შიც.

ნიკა ქაცარიძეს მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარჩა.