ნოდარ ხორბალაძე „ოფიცრის ატლასზე“: შექმნილია დაახლოებით 400 რუკა, რომელთაგან ყველა უნიკალურია

ნოდარ ხორბალაძე „ოფიცრის ატლასზე“: შექმნილია დაახლოებით 400 რუკა, რომელთაგან ყველა უნიკალურია

„ოფიცრის ატლასზე“ მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. მინდოდა, რომ საქართველოში შექმნილიყო უნიკალური კარტოგრაფიული ნამუშევარი. ამ რუკის შექმნისას გამოყენებულია გეოინფორმაციული სისტემების ახალი ტექნოლოგიები. შექმნილია დაახლოებით 400 რუკა, რომელთაგან ყველა უნიკალურია, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„გუშინ მოვისმინე რამდენიმე კომენტარი „ოფიცრის ატლასთან“ დაკავშირებით. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს არ უნახავთ ეს ატლასი, არ იციან მისი შინაარსი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. როდესაც ნახავენ, ისინი აუცილებლად დარწმუნდებიან, რომ ეს ღირსეული ნამუშევარია. „ოფიცრის ატლასზე“ მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. მინდოდა, რომ საქართველოში შექმნილიყო უნიკალური კარტოგრაფიული ნამუშევარი. ამ რუკის შექმნისას გამოყენებულია გეოინფორმაციული სისტემების ახალი ტექნოლოგიები. შექმნილია დაახლოებით 400 რუკა, რომელთაგან ყველა უნიკალურია. თითოეული რუკისთვის შედგენილია მათემატიკური საფუძველი, გამოყენებულია პროექცია. გარდა ამისა, ატლასი მოიცავს ისტორიულ ნაწილსაც - როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს პოლიტიკური ისტორიიდან. თითოეულ რუკას აქვს ჩანართები და ბრძოლები. დამუშავდა უამრავი მასალა და ლიტერატურა. მგონია, რომ გამოვიდა კარგი. 2013 წელს გამოვიდა პირველი ნაწილი, 2021 წელს კი გამოიცა მეორე ნაწილი, რომელიც კარდინალურად განსხვავდება პირველი ნაწილისგან. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ატლასი ეროვნული პრემიის ლაურეატი“, - განაცხადა ხორბალაძემ.

თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“ 2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ.