მიხეილ სარჯველაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე - მოსალოდნელი ნამდვილად არ არის

მიხეილ სარჯველაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე - მოსალოდნელი ნამდვილად არ არის

“ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამთავრობო გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და არც ის იცის, თუ რა მიზეზით შეიძლება მთავრობაში ცვლილებები განხორციელდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ზალკალიანის მხრიდან გადადგომაზე განცხადების გაკეთება მისთვის გასაგები არ იქნება“.

“ეს მოსალოდნელი ნამდვილად არ არის და ამის დადასტურება არ შემიძლია. ამის მიზეზები ობიექტურად არ მოიპოვება. როცა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მცირე, ჰოპოთეტური ალბათობა არსებობს, მედია ამას ფაქტად აცხადებს. შემდეგ ეს ან მართლდება, ზოგი რამ ემთხვევა და ზოგიც - არ ემთხვევა ხოლმე“, - აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.