მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე:  ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები, არ მგონია, რომ ეს სწორი და არგუმენტირებულია

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები, არ მგონია, რომ ეს სწორი და არგუმენტირებულია

ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა - ეს კარგი ტენდენცია არ არის და ხელისუფლებას დიდი სურვილია, ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საყვედურები სამათლიანი და სწორი არ არის.

“ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გავრცელებული განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

trampi ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევებია, როცა არასამართლიან და არასწორ შეფასებებს ვისმენთ - ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ



ბოჯოს ბოჯოს............................ყოჩაღ.... ყოჩაღ!!!!
რაც ამათვის ამ კოლუმბის გამო მიგინებია, მგონი ეხლა ცოტა აზრზე მოდიან.......
ცოტა ყურებს გამოფხეკვა დაიწყეს ....................ღმერთმაც ქნას!!
(ოღონდ თუ კოლუმბმა ეს ურჩობები ამათ შეარჩინა და ამათ ტრაკში ფიტილი თუ არ გაუკეთა).....
რაცა გვჭირს 70 % სუ ამ ჩათლახი კოლუმბის დამსახურებააა, ნაცების მხრდაჭერის გამო ქვეყანას რომ სათავისოდ არეინებენ --...კანეშნა, მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება....... კოლუმბს ეგრე აწყობს
ესენი ეგრე თუ არ მოიქცევიან, ეს ოცნება ხალხს სულ დაკარგავს და მოგჭამათ მერე ოცნებამაც და ქვეყანამაც ჭირი
ისე კი ეს ყველაფერი ღარიბაშვილის დამსახურებაა.....
არადა ძაან ძაან მისწორდება ამ ამერიკის ლენჩს თავზე რომ აკუკებენ....მალადეც მახარაშვილი, მალადეეეც....ის კიდევ სიბრაზისაგან და თავზე ლაფის დასხმისგან ბოლოხანებში გულგასიებული რომ დადის .....
ხუმრობა ხო არაა----- ამერიკის ელჩს, (ნოშრევანს, ქვეყნის სიამაყეს) თავზე აჯვამენ
.........წავიდნენ მაგათი....კოლუმბის კეთილებიც....ქუნემ
3 წლის უკან