დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 მანდატს მოიპოვებენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„არცერთი პატიმრის მიმართ აღარ უნდა განხორციელდეს ის, რაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამისათვის საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ეს ადამიანები, გამოიძიონ საქმე და ეს მოხდეს საქართველოს პარლამენტში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პარლამენტში მოიძებნება 50 პარლამენტარი, რომელსაც სურს, რომ აღნიშნულ შეკითხვებს, რომლებიც დასმულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.