რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: კრიტიკა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტიტუციური მოწყობა, გაძლიერება და ფუნქციების გადანაწილება სწორი და საუკეთესო ევროპული სტანდარტია

რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: კრიტიკა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტიტუციური მოწყობა, გაძლიერება და ფუნქციების გადანაწილება სწორი და საუკეთესო ევროპული სტანდარტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დასმული გარკვეული აქცენტები კითხვებს აჩენს.

„კრიტიკა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტიტუციური მოწყობა, გაძლიერება და ფუნქციების გადანაწილება სწორი და საუკეთესო ევროპული სტანდარტია. ჩემთვის გაუგებარია, რატომაა განცხადებაში აქცენტი პოლიციელებზე, როდესაც, სინამდვილეში, სამოხელეო დანაშაულის გარკვეულ ტიპებზეა საუბარი. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით, სად არის ხარვეზი, როდესაც ეს პროცედურები, საერთაშორისო სტანდარტით, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ინკლუზიურია. მიუხედავად ამისა, ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები. ჩვენ აქტიური და ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მომავალშიც მხარდაჭერილი იყოს“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

აშშ-ის საელჩომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებთან დაკავშირებით, განცხადება 3 იანვარს გამოაქვეყნა. საელჩოს შეფასებით, „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას და ძირითად თავისუფლებებს“.