გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, პარლამენტის ვიცე სპიკერი საზოგადოებას ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს

გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, პარლამენტის ვიცე სპიკერი საზოგადოებას ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს მან პირადად დაუდასტურა. 

გიორგი ვოლსკის თქმით, კორონავირუსი მისი ოჯახის ყველა წევრს აქვს, თუმცა ვაქცინირებული არიან და ამიტომ ინფექცია თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პარლამენტის ვიცე სპიკერი საზოგადოებას კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს.

„2 იანვარს ნამდვილად დამიდასტურდა კოვიდი. ჯერ გავიკეთე სწრაფი ტესტი და დადასტურდა, შემდეგ PCR ტესტითაც დამიდასტურდა. ოჯახში ოთხივეს დაგვიდასტურდა, თუმცა ყველა აცრილი ვართ. მესამედაც მოვასწარით აცრა, ამიტომ თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ოჯახის ერთ-ერთ წევრს აუწია სიცხემ და ამიტომ გავიკეთეთ ტესტი და დაგვიდასტურდა. დაიბუსტეთ, დაიბუსტეთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.