ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა.