ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს - დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს - დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან

ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს - დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფი მოშიმშილეების მიერ შიმშილობის შეწყვეტა შეაფასა.

როგორც კობახიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს.

„ეს იყო კიდევ ერთი არათანმიმდევრული ნაბიჯი. ჯერ შიმშილობა გამოაცხადეს და შემდეგ რამდენიმე დღეში თავადვე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს. ისინი დაბნეულები, მძიმე მდგომარეობაში არიან. ჯერ ერთი არჩევნები წააგეს, შემდეგ მეორე. ასეთ დროს არათანმიმდევრულობა აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნადია“,- განმარტავს კობახიძე.

ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ის შიმშილობას დაუწყებს „ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. სახელმწიფო მიიღებს ზუსტად იმ ზომებს, რაც წინა შემთხვევაში მიიღო“.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა 1-ელიანვარს შეწყვიტეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.