მოლოდინი რაც გვაქვს, ქვეყანაში არის იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მატება, ვინაიდან, წარმოუდგენელია ყველა შემთხვევის სეკვენირება მოხდეს და ზუსტად ვიცოდეთ, დგას თუ არა ამის უკან „ომიკრონი“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, ე.ი. ამის უკან „ომიკრონი“ დგას.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ორი კვირა თანდათან მცირდება, მომდევნო დღეებში თუ გვექნება შემთხვევების მატება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამის უკან დგას სწორედ „ომიკრონი“ და „ომიკრონია“, რომელიც შესაძლოა განაპირობებდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მკვეთრ მატებას“, - აცხადებს ჩხაიძე.
საქართველოში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.