„ომიკრონი“ თავისი აგებულებით შესაძლოა ჩაითვალოს, რომ იყოს „Covid 19“-ის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
„ველოდებით, რომ იანვარ-თებერვალში იქნება ინფიცირების მაღალი რიცხვი, მაგრამ თვითონ თავისი აგებულებით შესაძლოა ჩაითვალოს, რომ „ომიკრონი“ იყოს „კოვიდ 19“-ის დასასრულის დასაწყისი, ოღონდ ჩვენ თვითონაც უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, რომ ჩვენი თავი დავახვედროთ აცრილი“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
საქართველოში კოვიდინფიცირების 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული