ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„27 სექტემბრის შემდეგ, 800-ზე ნაკლები ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. კიდევ ერთი კრიტერიუმი - 7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა 2000-ის ფარგლებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში იყო. ამ პარამეტრებით ეპიდსიტუაცია, გაცილებით უფრო დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.