გია აბაშიძე ლონდა თოლორაიაზე: კანონის ერთ-ერთი მთავარი დამცველი უკანონოდ მოიპოვებს პარლამენტის დოკუმენტებს? რადიკალური პარტიისა და მისი სატელიტების როგორი ნაცნობი ნოუ-ჰაუა -  უკანონობა ყველგან და ყველაფერში

გია აბაშიძე ლონდა თოლორაიაზე: კანონის ერთ-ერთი მთავარი დამცველი უკანონოდ მოიპოვებს პარლამენტის დოკუმენტებს? რადიკალური პარტიისა და მისი სატელიტების როგორი ნაცნობი ნოუ-ჰაუა -  უკანონობა ყველგან და ყველაფერში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება  იმ ფაქტს, რომ ლონდა თოლორაიას ხელში ჩაუვარდა კანონპროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ.

როგორც აბაშიძე წერს, ბიუროს წევრებს მასალები ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 2 საათისა. ლონდა თოლორაიას დილიდან ჰქონდა კანონპროექტი, ხოლო მიმწოდებლის ვინაობას არ ამხელს. 

“ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი. ვინ მიაწოდა ქალბატონ თოლორაიას კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ? ბიუროს შემადგენლობაში შედიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, 15 საათზე (დღეს, 27 დეკემბერს, 15 საათზეა ჩანიშნული), ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ. ბიუროს წევრებს სხდომის მასალები ურიგდება სხდომამდე არა უგვიანეს 2 საათისა. ლონდა თოლორაიას დილიდან ჰქონდა კანონპროექტი და მალავს მიმწოდებლის ვინაობას. რა გამოდის, კანონის ერთ-ერთი მთავარი დამცველი უკანონოდ მოიპოვებს პარლამენტის დოკუმენტებს? რადიკალური პარტიისა და მისი სატელიტების როგორი ნაცნობი ნოუ-ჰაუა  - უკანონობა ყველგან და ყველაფერში. ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს და მის შემდგომ ჩადენილ რიგ დანაშაულებზე.” - წერს გია აბაშიძე.