სანდრო რაქვიაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარეობა ეს მაინც თანამდებობაა, არ მაქვს მოლოდინი, რომ პრინციპულად რაიმე შეიცვლება

სანდრო რაქვიაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარეობა ეს მაინც თანამდებობაა, არ მაქვს მოლოდინი, რომ პრინციპულად რაიმე შეიცვლება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეს მაინც თანამდებობაა, რომელსაც გარკვეული მოვალეობები აქვს და არა მარტო ის, ვის ვინ მოსწონს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან მათ ნორმალური, სამუშაო ურთიერთობა ჰქონდათ.

„რადგანაც შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სხვადასხვა შეხვედრაზე მასთანაც ბევრი შეხება გვქონდა. არც მასთან გვქონდა განსაკუთრებული პრობლემები. ეს მაინც თანამდებობაა, რომელსაც გარკვეული მოვალეობები აქვს და არა მარტო ვის ვინ მოსწონს. ასე, რომ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ პრინციპულად რაიმე შეიცვლება. თუ შეიცვლება, ამას დავინახავთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.