„მოკლედ, თუ კი ღირებულებითი ან იდეოლოგიური თანხვედრა არ გაქვს პარტიასთან მინიმუმ, კოალიციის შეკვრა ხელოვნური ფიქციაა...და თუ კი თანხვედრა გაქვთ ბარემ გვითხარი. რა საჭიროა ამდენი თითლიბაზობა?“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, სადაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს, რომელსაც მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.
„ბევრი იარა, თუ ცოტა...9 მთა გადაიარა ბატონმა გიორგიმ და ბოლოს ნაცებთან დაქორწინდა... გეუბნებოდით მელიას გამო გადადგამეთქი და არაო...ვერ შეკრეს კოალიცია ნაცებთან? ჯერ სად ხართ ნელ-ნელა ყველა პაზლი დალაგდება და მოზაიკა სახელად " გახარია ნაცების ტანდემი" დაიხატება...ახლა დაიწყება დემაგოგია: დემოკრატია, კოალიცია, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ათასი სისულელე...მოკლედ, თუ კი ღირებულებითი ან იდეოლოგიური თანხვედრა არ გაქვს პარტიასთან მინიმუმ, კოალიციის შეკვრა ხელოვნური ფიქციაა...და თუ კი თანხვედრა გაქვთ ბარემ გვითხარი. რა საჭიროა ამდენი თითლიბაზობა?“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.