თემურ ალასანია ჩამოვიდა, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, როგორ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ლიდერს. როგორც ჩანს, ის უფრო მეტად აგრესიული ღონისძიებების მომხრეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
თემურ ალასანიამ გამოძიების კითხვებს თავი აარიდა და საქართველო ვადაზე ადრე დატოვა.