ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ფინანსები, ფინანსები და მხოლოდ ფინანსებია თქვენი ,,ბრძოლის

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ფინანსები, ფინანსები და მხოლოდ ფინანსებია თქვენი ,,ბრძოლის" რეალური მიზეზი, 6 წელი სააკაშვილის ფინანსების გარეშე გაძლებთ, არადა 9 წელი ამის გამო გაფინანსებდათ?

,,დიდი ბელადის, უკრაინის მოქალაქე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის და აქცია/სანახაობის გასაშუქებლად საკუთარი არხის, ,,თავისუფალი და კრიტიკული" მედიის ,,თავისუფალ და პროფესიონალ" ჟურნალისტებთან ხვეწნა-მუდარა რომ გჭირდება, ამაზეც გეტყობათ ვაჟკაცობაც, პატრიოტიზმიც და პროფესიონალიზმიც.’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე  ნიკა გვარამიას მოწოდებას, რომელსაც თანამშრომლებს უზიარებს.

,,დიდი ბელადის, უკრაინის მოქალაქე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის და აქცია/სანახაობის გასაშუქებლად საკუთარი არხის, ,,თავისუფალი და კრიტიკული" მედიის ,,თავისუფალ და პროფესიონალ" ჟურნალისტებთან ხვეწნა-მუდარა რომ გჭირდება, ამაზეც გეტყობათ ვაჟკაცობაც, პატრიოტიზმიც და პროფესიონალიზმიც. ფინანსები, ფინანსები და მხოლოდ ფინანსებია თქვენი ,,ბრძოლის" რეალური მიზეზი, 6 წელი სააკაშვილის ფინანსების გარეშე გაძლებთ თქვენ, არადა 9 წელი ამის გამო გაფინანსებდათ? თქვენი მხარდაჭერის და ბრძოლის იმედია აქვს იუბილარს? ის ძლევამოსილი ამერიკის მოქალაქე ,,კაგებეშნიკიც" რა ლამაზად გაიპარა .’’ წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook - ზე.