შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს, არამედ ის, რომ „ნაცმოძრაობა

შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს, არამედ ის, რომ „ნაცმოძრაობა" გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან, სადაც წლებია იმყოფებიან და ამყოფებენ საკუთარ მომხრეებს

შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან, სადაც წლებია იმყოფებიან და ამყოფებენ საკუთარ მომხრეებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია წარსულის გააზრება და კანონის უზენაესობის და დემოკრატიის პრინციპებზე შეთანხმება, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება იმით, რომ არ აღიარებს არც არჩევნებს და არც მართლმსაჯულებას.

"ისინი არ აღიარებენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ანუ არ აღიარებენ არჩევნებს და მართლმსაჯულებას. წინაპირობა არც კი ჰქვია ამას, ეს არის თანაცხოვრების ფუნდამენტი სახელმწიფოში, რომ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის აღიარება ხდებოდეს.

მათთვის ფაშისტები არ უწოდებია კობახიძეს, მან სხვა კონტექსტთან დაკავშირებით ისაუბრა, როცა თქვა, რომ საჭიროა ისტორიის გააზრება იმისთვის, რომ გაიხედო წინ, ამაზე სხვათა შორის პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა წარსულის გაანალიზება და ეს წინაპირობა კი არ არის, ამ პროცესის ნაწილია, დეპოლარიზაციის პროცესის ნაწილია შეთანხმება იმაზე, რომ დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე დგას ეს ქვეყანა და იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილე, მან უნდა აღიაროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ანტიდემოკრატიულ ძალებთან რთულია პროცესში შესვლაც კი. თუ პრეზიდენტს ექნება სურვილი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრისა, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენლები შეხვდებიან მას.

ჩემი აზრით, ეროვნული შეთანხმებაც არ არის სწორი ტერმინი, რაც გვაქვს ეს არის პოლარიზაცია, რომელიც დიდწილად განპირობებულია ალტერნატიული რეალობის შექმნით, მათ შორის, მედიაში და საჭიროა, ალტერნატიული რეალობიდან გამოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა", დაუბრუნდეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ჩარჩოებს. შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს ან არის ამ პროცესის, არამედ მიზანი არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან სადაც წლებია იმყოფებიან და ამყოფებენ საკუთარი მედიის მეშვეობით საკუთარ მომხრეებს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.