საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.