ლევან ხაბეიშვილი: შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში და ვიდრე „ქართული ოცნება

ლევან ხაბეიშვილი: შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში და ვიდრე „ქართული ოცნება" ძარცვავს ჩვენს მოქალაქეს

შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში და ვიდრე "ქართული ოცნება" ძარცვავს ჩვენს მოქალაქეს - მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ კიდევ უფრო თავგანწირვით იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე სოლიდარული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქე.

ხაბეიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდება.

"დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან ის არის პოლიტიკური ტყვე, მის საქმეს არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ საქმესთან. მის ბრალს არავინ არ აღიარებს ოფიციალური მოსკოვის გარდა, ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს, მის დაბადების დღეზე სოლიდარული იყოს საქართველოს მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მოიყრის თავს. შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში და ვიდრე "ქართული ოცნება" ძარცვავს ჩვენს მოქალაქეს - მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ კიდევ უფრო თავგანწირვით იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მზად არიან მოლაპარაკებისთვის.

ზურაბი როცა ომი იყო მაშინ მიწაზე გორაობდა შიშისაგან, მაცივრით შემოპარული კრიმინალი ტყვეობაშია და ანწუხელიძეც ტყვე იყო?
3 წლის უკან