„თემურ ალასანია მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, გახდა ძალიან ცუდად და საავადმყოფოშია“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სააკაშვილის ბიძაზე?

„თემურ ალასანია მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, გახდა ძალიან ცუდად და საავადმყოფოშია“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სააკაშვილის ბიძაზე?

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა ჰოსპიტალიზებულია. თემურ ალასანიას ადვოკატის ინფორმაციით, იგი მეზობელ ქვეყანაში იმყოფება, თავს შეუძლოდ გრძნობს და საავადმყოფოშია.

,,თემურ ალასანია საქართველოს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში გადავიდა ვიზიტით, სადაც ის გახდა ძალიან ცუდად, ჰოსპიტალიზებულია. შესაბამისად, მას ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა არა მხოლოდ გამოკითხვაზე მისასვლელად, არამედ საქართველოშიც კი ვერ დაბრუნდა ამ დრომდე.

მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა მისცემს შესაძლებლობას, თუ იქნება პროკურატურის მხრიდან კვლავ კითხვები, გავცემთ ნებისმიერ კითხვას პასუხს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.