ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70-ჯერ სწრაფად ვრცელდება ადამიანის სასუნთქ გზებში, თუმცა 10-ჯერ მაკლებად აზიანებს ფილტვის ქსოვილს, რის გამოც აღნიშნულ შტამს ნაკლები სიმძიმის მიმდინარეობა ახასიათებს.
„კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონი" 70X სწრაფად მრავლდება სასუნთქ გზებში ვიდრე დელტა ვარიანტი, მაგრამ 10X ნაკლებად ფილტვის ქსოვილებში. ამ მოვლენით შეიძლება აიხსნას, რატომ არის ის უფრო გადამდები, მაგრამ ნაკლებად მძიმე. აიცერით ან/და დაიბუსტე!", - წერს კულუმბეგოვი.