„რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს რედაქტორი
23 წუთის წინ
„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიურო ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკის ინტერვიუსთან კავშირში არ არის, როგორც ჩანს, ეს იყო „მთავარი არხისა“ და მისი უშუალო შეთანხმება“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო ჯაფიაშვილმა PIA.GE-ს ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის მიერ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა.
ნინო ჯაფიაშვილის თქმით, შესაძლოა, რიკარდ ჟოზვიაკმა ეს მართლაც თქვა, თუმცა შეიძლება, თარგმანშიც იყო უზუსტობა.
„თარგმანი იყო და არ ვიცი, რამდენად ზუსტად თარგმნეს იმიტომ, რომ იგი ინგლისურად საუბრობს. იგი ჩვენი თანამშრომელი არის, რადიო თავისუფლებას 6 ბიურო აქვს მთელ მსოფლიოში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს იყო „მთავარი არხისა“ და მისი უშუალო შეთანხმება, რომ მისცემდა ინტერვიუს. თბილისის ბიურო და ჩვენი რედაქცია ამ ინტერვიუსთან არაფერ კავშირში არ არის. ხანდახან არის ხოლმე უზუსტობები თარგმანის დროს. შეიძლება მან ეს მართლაც თქვა, თუმცა შეიძლება, რომ თარგმანშიც იყო უზუსტობა“, - განაცხადა ნინო ჯაფიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, რიკარდ ჟოზვიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება, ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან გაუგია, რომ იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება და ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ჰქონდა, ხელიდან გაუშვა.
როგორც ჟოზვიაკმა აღნიშნა, საკითხავია, შეხვდება თუ არა შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს.
15 დეკემბერს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.