როდესაც რუსულ სტილში დეზინფორმაციებით იბრძვიან რომელიმე გუნდის წინააღმდეგ, აქ შერიგებაზე ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცურია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თუ ვიღაცას უნდა, რომ შერიგების პირობად დააყენოს დამნაშავის გათავისუფლება, უპატიებელი დანაშაულების პატიება, რომელსაც არც სამართალწარმოება, არც ლოგიკა, არც მორალი არ ითვალისწინებს, აქ ბუნებრივია, რომ ჩიხში თავადვე შევლენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.