საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 8 ამერიკელმაკონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა.
"ჩვენი [საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია] ერთკვირიანი ვიზიტის შესანიშნავი დაგვირგვინება ვაშინგტონში. 8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა. ეს არის კარგი ნაბიჯი აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მადლობა ლიდერობისთვის კონგრესმენ კეროლ მილერს", – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.