პროექტის ფარგლებში, 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე, განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი განთავსდა. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.
დასრულებული სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით უთმელიძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 110 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.