8 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
მესტიაში წვიმიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
+15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში წვიმა და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
რუსთავში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.