რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ითხოვს, რომ იყოს ძალაუფლებაში, მაგრამ - მუდმივად უსაქმოდ

რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ითხოვს, რომ იყოს ძალაუფლებაში, მაგრამ - მუდმივად უსაქმოდ

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასწორებულ ვარიანტს კვლავ არ ემხრობა და საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებისთვის მათი ოპონენტები, საპარლამენტო საქმიანობას უნდა დაუბრუნდნენ.

ამჯერად, სადავო ხდება ბარიერის დაწევის საკითხი და ის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შემცირებული ბარიერი მომდევნო არჩევნების დროს უნდა ამოქმედდეს.

„ოპოზიცია ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობას არ შეუდგება. ისინი ითხოვენ, რომ იყვნენ ძალაუფლებაში, მაგრამ - მუდმივად უსაქმოდ. ეს მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს გადაწყვეტილი, რომ 2024 წელს არჩევნები ევროპული სტანდარტებით - სრულად პროპორციული წესით ჩატარდება“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.