მამუკა მდინარაძე: წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია

მამუკა მდინარაძე: წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია

ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, რომლის თანახმად, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

„წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია. ექიმი არ ვარ, რომ ახლა რომელიმე მედიკამენტის დანიშვნის თუ არდანიშვნის საკითხი გავარჩიო. ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის შეიძლება სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ამ ადამიანს თავს ახვევია უამრავი ექიმი, როგორც კონსილიუმის წევრები, ასევე პირადი მკურნალი ექიმი. არ მგონია, რომ მსგავს საკითხებზე სერიოზული მსჯელობა შეიძლება. რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულებას, ამ თემაში ვერ შევალ და ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.