თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

„ამ ეტაპზე, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება მიზნშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ამ პასპორტის გარეშე. სრულად ვაქცინირებული სულ 1 მილიონი ადამიანია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ამის გაკონტროლება ტექნიკურად ძნელი იქნება და მეორე - ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის და დიდ პროტესტს გამოიწვევს“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.