ვალერი შოშიაშვილი: პროკურორობის დროს ბექა ბასილაია ოჯახის განადგურების მუქარით სახელმწიფოსთვის 5 მილიონის გადახდას მთხოვდა

ვალერი შოშიაშვილი: პროკურორობის დროს ბექა ბასილაია ოჯახის განადგურების მუქარით სახელმწიფოსთვის 5 მილიონის გადახდას მთხოვდა

დაახლოებით 11 საათი ვიყავი ბექა ბასილაიას ოთახში, უწყლოდ. აიღებდა ტელეფონს და ლაპარაკობდა „იმას რა უყავით, იმის შვილს რა უყავით“. უნდოდა რომ ეს ყველაფერი მე გამეგო და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, - ამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ვალერი შოშიაშვილმა „იმედი კვირა“-ში განაცხდა.

როგორც ის იხსენებს, მაშინდელმა პროკურორმა, ბექა ბასილაიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოში რამდენჯერმე დაიბარა და ოჯახის განადგურების მუქარით სახელმწიფოსთვის 5 მილიონის გადახდა მოსთხოვა.

„ბექა ბასილაიამ მითხრა, კარგად დაიმახსოვრე რასაც გაჩვენებო. შენ არ დაგიჭერ, გყავს მეუღლე, დედ-მამა და ცოცხლად დაიტანჯები გარეთ რომ იქნებიო. მძიმედ მახსოვს შეკითხვა, შვილები არ გეცოდებაო?“ - იხსენებს შოშიაშვილმა.

Katana . "თეთრი ბაირაღები" წაიკითხა ბექა ბასილიამ, იპოვა პერსონაჟის მოგვარე და ჩასვა ციხეში? :)
მერე მოვიდა "ოცნება" და დაიძახა:
- შოშიაშვილი, ს ვეშჩამიიი!
3 წლის უკან